22, ივნისი 2017 14:05:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სომხეთის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. სტუმრები და ადგილობრივი ტურ-ოპერატორები 5 დღის განმავლობაში ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. მეზობელი ქვეყნის ტუროპერატორები აჭარაში გუშინ ჩამოვიდნენ და ბათუმს 26 ივნისს დატოვებენ, მანამდე ისინი რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.